„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. სამუსაო ვიზიტის მეორე დღეს იაკლი ალასანია თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკლ კარპენტერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებშორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. ირაკლი ალასანიამ და მაიკელ კარპენტერმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და ქართველი სამხედროების წარმატებულ მონაწილეობაზე ნატოს “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის გადმოცემის აუცილებლობას.
ირაკლი ალასანიას შეხვედრა პენტაგონში თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკლ კარპენტერთან
14/01/2016