დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან

14/01/2016

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან. მათი ინფორმაციით, შეხვედრა სამუშაო-საორგანიზაციო ხასიათისაა.  დეპუტატების ინფორმაციით, შესაძლებელია, პარლამენტის სხდომა რიგგარეშე ფორმატში იანვრის ბოლოს ჩატარდეს და, სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილთან შეხვედრა სხდომის თარიღის განსაზღვრას ეხება. პარლამენტის საგაზაფხულო სესია კი თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს იხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0