ბაკურიანში სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა

05/01/2016

ბაკურიანში 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა დღეს, „კოხტაგორასა“ და სამთო-სათხილამურო ცენტრ „დიდველს“ შორის მოხდა.

როგორც ადგილობრივებმა განუცხადეს, სპორტსმენი მთიდან წამოსული ზვავის ქვეშ მოყვა.

მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვეს.

ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სპორტსმენი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო.

დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0