დავით კირკიტაძის ძმა დააკავეს

05/01/2016

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის ძმა დააკავეს.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კირკიტაძის ძმის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს და სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც მუქარას ითვალისწინებს.

რა ვითარებაში მოხდა ყოფილი გუბერნატორის ძმის დაკავება, შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზად პოლიციის თანამშრომელთან მომხდარი ინციდენტი იქცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0