ნოდარ ჯავახიშვილმა დამატებითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად დავალებები გასცა

05/01/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების მოსანახულებლად და დამატებითი საჭიროებების უზუნველსაყოფად რეგიონში იმყოფება. მინისტრმა პირველი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი მოინახულა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ძირითადი გზა განვლადია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში,ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0