სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 149 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, 149 პირობით ვადამდე გათავისუფლებული ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდება.
„სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ 149 მსჯავრდებულთან დაკავშირებით იმსჯელა და მიიღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება. მათგან ოთხი ქალბატონია, სამი კი – არასრულწლოვანი. ვულოცავ მათ ოჯახებს, ვუსურვებ იცხოვრონ მშვიდობიანად და არასოდეს დაბრუნდნენ უკან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.