დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევში ახლადრეაბილიტირებული სპორტული მოედანი გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში მოეწყო სტადიონთან მისასვლელი ბილიკი ბეტონის ფილებით, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ლითონის ღობე, საფეხბურთო კარი და სკამები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დამტკიცებულია 2018-2023 წლების სტრატეგია, დუშეთის მუნიციპალიტეტს კი 2023 წელს სხვადასხვა ღონისძიების საუკეთესოდ შესრულებისთვის გამოეყო კაპიტალური გრანტი – 230 000 ლარის ოდენობით.
სოფელ აბანოსხევში სპორტული მოედნის კეთილმოწყობა ახალგაზრდების ჩართულობით გადაწყდა.პროექტის ღირებულებამ 270 000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის კაპიტალური გრანტია – 230 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 40 000 ლარი.
სოფელ აბანოსხევში ახლადრეაბილიტირებული სპორტული მოედანი გაიხსნა
12/12/2024