წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდის მოცულობა იზრდება

13/04/2024

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდის მოცულობა იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი იყო გამოყოფილი პროექტებისთვის სამივე მუნიციპალიტეტში. წელს ძალიან საინტერესო სტარტი გვქონდა, დავიწყეთ 22 000 000 ლარით და იმედი მაქვს, რომ ეს თანხა კიდევ გაიზრდება. ერთდროულად მიმდინარეობს 56 პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ დამატებითი დაფინანსების პირობებში რამდენიმე ათეულ პროექტს კიდევ მივამატებთ. ყველა ლოკაციაზე მივალთ და ყველგან იქნება შესაბამისი რეაგირება, როგორც სტიქიის, ასევე, დაგეგმილი სამუშაოების ნაწილში“,- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან ერთად, დავათვალიერეთ გურიის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, გავეცანით სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში და ფინანსდება სტიქიის ფონდიდან“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0