საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
09/04/2024