სასკოლო ოლიმპიადის მიმდინარეობასთან დაკავშირებით რწმუნებულის ადმინიტრაციაში შეხვედრა გაიმართა

02/04/2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან ერთად საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კონსტანტინე ამირეჯიბს შეხვდნენ. ასევე, შეხვედრას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების უფროსები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო გაზაფხულზე დაგეგმილ “თავისუფლების თამაშების” გამართვას, სადაც მოსწავლეები 4 სახეობაში იასპარიზებენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასთან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის სკოლები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. როგორც შეხვედრისას ლევან ხარაბაძემ აღნიშნა, რწმუნებულის ადმინისტრაცია ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით კვლავაც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასთან. შეხვედრის ბოლო სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს გარდამავალი ჯილდო გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0