საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საკონკურსო კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა

26/03/2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: პაატა კვიჟინაძე, გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი კირცხალია, რომან გოცირიძე, ზაალ მიქელაძე და აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი სოფიო დვალიშვილი. კომიტეტმა ასევე დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პაატა კვიჟინაძე, გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი კირცხალია, რომან გოცირიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ვახტანგ ბურკიაშვილი.

„საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა, რის შემდეგაც ჩავატარებთ შეხვედრას და დავამტკიცებთ დებულებას“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0