დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

14/03/2024

დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ბიბლიოთეკისა და სერვის ჯგუფისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ადგილზე მოინახულეს. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ფარგლებშიც სამივე შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, იცვლება წყლის, ელექტრო გაყვანილობისა და წყალარინების სისტემები, შენობები აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით. მათი დასრულების შემდგომ დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნებათ საშუალება თანამედროვე, განახლებული, მათ საჭიროებებზე მორგებული სივრცეებით ისარგებლონ. მიმდინარე სამუშაოებს რწმუნებულთან ერთად, მისი მოადგილე ილია ჯალაღანია და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0