გურიის რეგიონში 26 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14/03/2024

გურიის რეგიონში 26 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობაც. ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან. პროგრამას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით. ახორციელებს და ჯამური ბიუჯეტი 44.2 მილიონი ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0