პარლამენტის თავმჯდომარემ და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორმა საქართველოში განხორციელებული პროექტები განიხილეს

13/03/2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორმა პატრიცია დანციმ საქართველოში განხორციელებული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სხვა მიმართულებებით მიმდინარე აქტივობებს და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. აგრეთვე, მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. სააგენტოს დირექტორის განმარტებით, საქართველო მომავალშიც იქნება შვეიცარიის აქტივობების ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0