მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით გურჯაანში შეხვედრა გაიმართა

12/03/2024

გურჯაანში, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მომხმარებლებს შეხვდნენ. ღონისძიება გახსნეს დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა მონაწილეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილა – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები. მათ შორის, თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით. კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილი შეხვედრები გრძელდება, რომელიც 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს – მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს – ბათუმში გაიმართება. II საერთაშორისო კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0