საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული ერთობლივი დოკუმენტის მნიშვნელობას. ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობებისა და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა
11/03/2024