პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

07/03/2024

პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილება სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. ​კანონპროექტის თანახმად, მეკავშირე პროკურორსა და დამხმარეზე არ გავრცელდება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0