ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებს, პროექტის “შემოქმედებითი კომპასი საქართველო” ხელმძღვანელს დოქტორ ოიჰანეს ბაქჰაუსსა და ფინანსურ მენეჯერს ალექსანდრე სანაძეს შეხვდა. როგორც დოქტორ ოიჰანეს ბაქჰაუსმა აღნიშნა, პროექტი Creative Compass Georgia ოთხწლიანია და საქართველოს რეგიონული ქალაქების, განსაკუთრებით კი ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტის მთავარი ამოცანაა რეგიონებში ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას, შესაძლებლობების გაფართოების, ქსელებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრის შემდეგ გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სამგზავრო საბაგიროს ორი სადგური მოინახულეს. გივი მოდებაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჭიათურით დაინტერესებისთვის.
გივი მოდებაძე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა
29/02/2024