საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ზეთისხილის ხეები დარგეს

24/02/2024

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძისა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის, ინიციატივით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიებაში ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია (ნასიძე), არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი), სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში ოცდაათამდე ზეთისხილის ხე დაირგო. აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა კურთხევით განხორციელდა.

„დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე მოგვეწყო გამწვანების აქცია. ეს ჩემი სამაჟორიტარო ოლქია და შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო მსგავს აქციაში. დაახლოებით ოცდაათამდე ზეთისხილის ჯიშის ხე დავრგეთ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მივიღეთ. მსგავსი სახის აქციები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0