მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს

23/02/2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, მანდატურის სამსახურის უფროსთან სოფიო აბულაშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ერთად, დაგეგმარებისა და ანალიზის რეგიონული სამმართველო განთავსდება. მოეწყობა ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული და მორგებული მათ საჭიროებებზე. ოზურგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებსაც შეხვდა, სადაც ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და გურიის მხარეში სასკოლო უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0