80 ხმით, პარლამენტმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია. გელა სამხარაულის კანდიდატურა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე გელა სამხარაულმა ნინო წილოსანი შეცვალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან განაგრძობს.
პარლამენტმა გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია
21/02/2024