პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმენს

19/02/2024

2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს. 21 თებერვალს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 23 თებერვალს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარდგება. მიმდინარე სასესიო კვირაში თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0