ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მაკა ბოჭორიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
03/02/2024