სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება. კობალაძის ქუჩიდან კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე მონაკვეთში სანაპირო ზოლის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ვიცემერი ლევან დავითაძე და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი აკაკი ბერიძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეაბილიტირდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ველობილიკი და პრომენადი. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 15 მილიონ 659 ათასი ლარი დაიხარჯება.
სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება
15/01/2024