პარლამენტმა თავდაცვის ძალების რაოდენობა დაამტკიცა

15/12/2023

2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. პარლამენტმა „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება 79 ხმით დაამტკიცა. ​აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0