გიორგი ამილახვარი სამცხე-ჯავახეთის მასწავლებლებს შეხვედა

09/12/2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამცხე-ჯავახეთის მასწავლებლებს შეხვედა.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 400-მდე მასწავლებელმა სხვადასხვა სიახლის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე. მათ შორის, მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების მხარდაჭერას, სკოლების დაფინანსებას, მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვას და სხვა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მოესმინათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0