საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დღემდე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონით რეგულირდება, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად სრულად დარეგულირდება „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“. შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს საგადასახადო კოდექსშიც“. კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. მომხსენებლის განცხადებით, პირველი მოსმენის შემდეგ პროექტებში ცვლილებები არ შესულა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები განიხილა
06/12/2023