კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან თათბირი გამართა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და გეგმა – გრაფიკის შესაბამისი შესრულების ვადები;
დასუფთავების საკითხები;
სოციალური საკითხები;
ახალი წლის დღეების აღნიშვნის მიზნით, მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები და მზადების პროცესი.
გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან თათბირი გამართა
29/11/2023