ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა

28/11/2023

ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩების ნაწილიც. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილე ლუდუკ ხასია, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა. სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები. ფოთში ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც უკვე მოხდა დროებითი გადახურვის მონტაჟი. გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ფოთში გრძელდება, ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0