საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ფრაქციას ასევე ეყოლება თავმჯდომარის სამი ახალი მოადგილე: ირაკლი კირცხალია, გრეტა წიწავა და ედიშერ თოლორაია. მათი არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ფრაქციამ 27 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო. ბიუროს სხდომაზე განსაზღვრეს 28 ნოემბერი – 1 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი. სასესიო კვირის განმავლობაში განსახილველ საკითხებს 15-მდე კანონპროექტი დაემატა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ რატი იონათამიშვილი, მოადგილეებად კი ირაკლი კირცხალია, გრეტა წიწავა და ედიშერ თოლორაია აირჩიეს
28/11/2023