სოფელ შულავერში, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა

23/11/2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა.
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ტაძარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, სასულიერო პირებთან ერთად საზეიმოდ აკურთხა. სადღესასწაულო ლიტურგიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილე, ნიკა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატი, ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0