საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

20/11/2023

ქალაქ რუსთავში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროგრამის ფარგლებში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, №7 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ერთმანეთზე ხიდით შეერთებული 2 კორპუსის გამაგრება და სრული რეაბილიტაცია: რემონტდება სახურავი და ფასადი; საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები. ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყლის, წყალანირებისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
1040 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენს 6 მილიონამდე ლარს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და ექიმის კაბინეტი. სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურით.
№7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი, რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია და რუსთავის მერის მოადგილე, ბესიკ ტოგონიძე ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0