კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო თათბირი გაიმართა.
თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები იქნა განხილული:
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით;
სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები;
დასუფთავების საკითხები;
4 ნოემბერს დაგეგმილი, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით ტრადიციად ქცეული, რეგიონული “ჭაჭის ფესტივალი-2023”-ის საორგანიზაციო საკითხები.
კახეთის სახელმწიფო რწუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იღებდნენ მონაწილეობას.