პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო

01/11/2023

პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 81 ხმით, ერთხმად მიიღო.
კანონი ახლებურად აწესრიგებს მკურნალობის მიზნით ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითად პრინციპებს, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს დონორისა და რეციპიენტის უფლებებს. ​კანონი არეგულირებს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხთან, უსაფრთხოების სტანდარტებთან, ეთიკურ პრინციპებთან, ასევე, გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან და ლიცენზირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0