ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა. ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
ისნის გამგეობამ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა
23/10/2023