პროექტის შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია

23/10/2023

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. პროექტის შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა. სარეაბილიტაციო ობიექტზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაგებულია და მეორე ფენის დაგება უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 589 526 ლარია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0