საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი − ვიქტორ ორბანი ეწვია

10/10/2023

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან – ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი – ანა მარია შიკო დახვდნენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0