ახალციხეში “ღვინის დღეები” გაიმართა

09/10/2023

ახალციხეში “ღვინის დღეები” გაიმართა. ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდა, სადაც მსმენელის წინაშე ანსამბლი “შვიდკაცა” და ჯგუფი “რეზო და ბავშვები” წარდგნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ჩატარდა. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი მეღვინეების პროდუქცია დაეგემოვნებინათ, მონაწილეობა მიეღოთ მესხური ტრადიციული კერძების მასტერკლასებში, ასევე მოეწყო სომელიეს სესიები და ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია, შემეცნებითი საგამოფენო სივრცე – ღვინის ისტორიის სტენდები.
ფესტივალის მონაწილე პატარებისთვის კი სხვადასხვა აქტივობა გაიმართა: ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეხატათ კერამიკაზე, დაერგოთ ვაზი ქოთნებში, შეექმნათ ღვინის ეტიკეტები, ბოთლის საცობებით კი შტამპები გაეკეთებინათ.
“ღვინის დღეებს” სტუმრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში სახელწმიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეები – დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0