გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2023“ აღინიშნა.ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან ერთად დაესწრო. „გარდაბნობა 2023-ის“ ფარგლებში, ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა კულტურული აქტივობა გაიმართა. ადგილობრივებსა და სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ქართული და აზერბაიჯანული ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა, ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ღვინის დეგუსტაცია.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საპატიო მოქალაქეების ასევე, 2022-2023 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების საზეიმო მიღებისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი “ბეთანია“, ანდრია გველესიანი, აფიკ ნოვრუზოვი და ჯგუფი „რეგიონი“ იღებდნენ მონაწილეობას.
სახალხო დღესასწაულს რწმუნებულთან ერთად მისი პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილე ნიკა კობახიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღოლი, მამა ზურაბ ხაჩიძე ესწრებოდნენ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2023“ აღინიშნა
04/10/2023