ქალაქ რუსთავში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, დავით ტაბიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, 7 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდება გარე ფასადების რეაბილიტაცია, მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები ასევე, გარე განათების სისტემა.
აღნიშნული პროექტის, მესამე ეტაპის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 20 000 000 ლარს და ის სრულად ფინანსდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. რწუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მისი მოადგილე ილია ჯალაღანია და რუსთავის მერის მოადგილე, ბესიკ ტოგონიძე ესწრებოდნენ.
რუსთავში, 7 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდება გარე ფასადების რეაბილიტაცია, მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები
03/10/2023