ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სვირში, ელიწმინდასა და ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნების მოწყობა დასრულდა. განხორციელებული პროექტები, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ, მერის მოადგილემ, ვაჟა გაჩეჩილაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცეს.
სპორტული მოედნების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წელს, ასევე ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები მოეწყო ქალაქ ახალციხეში ტაბიძისა და რუსთაველის ქუჩებზე, სოფლებში სხვილისში, ღრელში, მინაძეში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ ვალეში და სოფელ აწყურში არსებულ მოედნებს.
სპორტული მოედნების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა
03/10/2023