ბესიკ ამირანაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

29/09/2023

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი საფრანგეთის ელჩს საქართველოში, შერაზ გასრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს წარმატებულ თანამშრომლობაზე. ბესიკ ამირანაშვილმა შერაზ გასრს რეგიონში არსებული ვითარება – ადამიანის უფლებების, გენდერული, სოციო-ეკონომიკური, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით გააცნო. ყურადღება გამახვილდა ეთნიკურ უმცირესობებზეც. ასევე, იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და ძირითად პრიორიტეტებზე. თავის მხრივ, ელჩმა შერაზ გასრმა, რეგიონის მასშტაბით, საფრანგეთის საელჩოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, საფრანგეთის ატაშე თანამშრომლობის საკითხებში ლეონორა ფუნდი და “კამპუს ფრანსის” წარმომადგენელი ნათია მსხალაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0