შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

28/09/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს შეხვდა. პარლამენტების თავმჯდომარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის ისეთი საკითხები, როგორიცაა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება და საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნა. შონ ო’ფარელმა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ირლანდიის მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0