შალვა პაპუაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა

12/09/2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელთან თანამშრომლობის ფორმატებზე და ქსელის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში დანერგილი სიახლეებისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელს მასპინძლობს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის და აზერბაიჯანის პარლამენტების, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების წარმომადგენლები. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან საჯარო გამოსვლებისა და მოხსენების წერის ტექნიკის საკითხებს, ასევე, გაეცნობიან პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას. ​პარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0