პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) პრეზიდენტს, ფრანსის დრუენს და ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრებმა ზვიად გამსახურდიას სახელობის პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს. შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებს ესაუბრა ქართული პარლამენტარიზმისა და პარლამენტის შენობის ისტორიაზე, ასევე გააცნო პარლამენტის სტრუქტურა და საქმიანობა.
„1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 1919 წელს ჩატარდა არჩევნები. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც გაიმართა საყოველთაო არჩევნები, სადაც საარჩევნო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღეს ქალებმა და სადაც პარლამენტში არჩეული იყო ხუთი ქალი დეპუტატი. საქართველო იყო მეორე ევროპული ქვეყანა, ფინეთის შემდეგ, სადაც ქალები არჩეული იყვნენ პარლამენტში. ასე რომ, დემოკრატიას და თანასწორობას საქართველოში აქვს ღრმა ისტორიული ფესვები და ამ კუთხით საქართველო ერთ-ერთი პიონერია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.