ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი გაიხსნა

01/07/2023

ევროკავშირის “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას, საერთო ჯამში, 724,999 ლარი მოხმარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა შენობის ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია. მოწესრიგდა მუზეუმის ეზო, მოეწყო ღია სამკითხველო და მედიათეკის სივრცეები და ადაპტირებული ღია სცენა, საკონფერენციო დარბაზი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0