უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა

28/06/2023

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მოწყობილი იყო დროებითი გზა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებითი გზა. საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები. ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0