პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

03/05/2023

პარლამენტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება გრანტის მიმღებ პირთა წრე და გრანტის მიღების უფლება ენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს, თუმცა მხოლოდ ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში. მომხსენებლის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, პროექტის მიზანია თანამშრომლობისა და მშვიდობის მშენებლობის საფუძვლის შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შორის ერთობლივი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0