პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობა მისცა, საქსტატის საბჭოს წევრებად გიორგი ეზუგბაია (77 მომხრე, 2 წინააღმდეგი) და ოთარ ანგურიძე (75 ხმით) დანიშნოს. საქსტატის საბჭოს წევრად წარდგენილმა მესამე კანდიდატმა, გიორგი მუხიგულიშვილმა 2 ხმა მიიღო. საქსტატის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარდგენილი სამი კანდიდატურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 3 აპრილის სხდომაზე განიხილა.
პარლამენტმა საქსტატის საბჭოს წევრების დასანიშნად, დადგენილების პროექტებს კენჭი უყარა
02/05/2023