გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით, სალომე ქურასბედიანი აირჩიეს. სალომე ქურასბედიანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე ტულუზის უნივერსიტეტი საერთაშორისო და ევროპული სამართლის სპეციალობით.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ სალომე ქურასბედიანი აირჩიეს
24/04/2023